ka en

მსოფლიოს უდიდესი გამოფენა ISE 2020 პრო აუდიო ვიდეო მიმართულებით გაიმართა 11-14 თებერვალს ამსტერდამში. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილნი იყვნენ 1,300 წამყვანი ბრენდის მიმწოდებლები. ოთხდღიანი გამოფენის პერიოდში გაიმართა ბევრი ბიზნეს შეხვედრა, ჩატარდა კონფერენცია, გამოსვლები. 

 

კომპანია ეივიბი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ISE გამოფენაში. კომპანიის მთავარი მიზანი გამოფენაზე სტუმრობისა არსებული პარტნიორული ურთიერთობების გამყარება და ახლის შეძენაა. ის იძლევა საშუალებას მაქსიმალურად ინფორმირებული იყო მსოფლიო აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების ტენდენციებში. 

 

Integrated Systems Events  (ISE) აწარმოებს B2B გამოფენებსა და კონფერენციებს პროფესიული აუდიოვიზუალური, ელექტრონული სისტემების ინტეგრაციისა და IT ინდუსტრიებისთვის.