ge en
ციფრული ხელოვნების მუზეუმის გახმოვანება

ციფრული ხელოვნების მუზეუმის გახმოვანება

21 / 10 / 2019

საქართველოში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი Tbilisi Digital Space გაიხსნა. ის სამი მულტიმედიური დარბაზით სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ის ტეროტორიაზეა განლაგებული. საინტერესოა მუზეუმის სპეციფიკა, რომელიც გულისხმობს დამთვალირებლის სინამდვილეში მოხვედრის ეფექტს. მუზეუმი გამორჩეულია თავისი სპეცეფექტებით,რომელსაც ქმნის ხმა და ციფრული ტექნოლოგიები. 

მუზეუმში სამი განსხვავებული სივრცეა, სადაც ნაჩვენებია ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“, ჩირაღდნების სამყარო  და  მთლიანი სივრცე სხვდასხვა გრაფიკული ვიზუალებითაა გაფორმებული. მუზეუმის შემქმნელების თქმით, ციფრული მუზეუმის უპირატესობა იმაშია, რომ ის სინამდვილეში მოხვედრის ეფექტს აძლიერებს.

 

ეივიბიმ ციფრული ხელოვნების მუზეუმში Hi-Fi სისტემების პროექტირება-მონტაჟი შეასრულა. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია ინგლისური ბრენდის Monitor Audio-ს აუდიო აპარატურა. 

 

 

მსოფლიოში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი Mori Building ტოკიოში, კუნძულ ოდაიბაზე 2018 წელს გაიხსნა.


 



სხვა სიახლეები