ka en

როცა ვსაუბრობთ მუსიკის შექმნაზე, პირველ რიგში საინტერესოა სად იქმნება მუსიკა. მნიშვნელოვანია, მუსიკის შექმნის პროცესი იყოს საინტერესო და პროდიუსერმა მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი.

 

ფინეთში, კომპანია Genelec-ის დიდი გუნდი მუშაობს მაღალტექნოლოგური სტუდიო აპარატურის შექმნაზე. ისინი ხმარობენ განსხვავებულ ტექნოლოგიურ გზას მონიტორების შესაქმნელად. მათ მიერ წარმოებული სტუდიური აპარატურა მუშაობს დიდი ხნითა და დაბალი ელექტროდანახარჯებით. Genelec-ის სტუდიური მონიტორების უპირატესობა არის ისიც, რომ გამოირჩევიან ბგერის გადმოცემის ხარისხით. მათი ჟღერადობა ძალიან ორგანულია. Genelec-ის მონიტორებით ერთხელ მუსიკის მოსმენაც საკმარისია, რომ ის ყველას შეუყვარდება. ამიტომაც Genelec-ის სტუდიურ აპარატურას იყენებენ არა მხოლოდ სტუდიო მონიტორინგისთვის, არამედ სახლისთვისაც. Genelec-ის მფლობელები აღნიშნავენ, რომ ის ყველაზე ჟღერადოვანი ინვესტიციაა აუდიომონიტორების სამყაროში. Genelec-ის მონიტორები აცოცხლებენ მუსიკას, ბუნებრივ ბგერებს გადმოსცემენ ხარვეზების გარეშე. 

 

მიუხედავად იმისა, რომ Genelec-ის პროდუქცია მრავალფეროვანია, მათი მიზანი მაინც უცვლელი რჩება: აწარმოონ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის აუდიო აპარატურა და იყვნენ მსოფლიოში პირველები. 

Genelec ბრენდის მიზანია, რომ მომხმარებელებმა აიხდინონ ოცნებები, მათ ფანტაზიებს ხორცი შეესხათ და შექმნან უნიკალური პროდუქტი (მუსიკა).