ka en

 

 

2019 წლის მაისში პროფესიონალური აუდიო-ვიდეო აპარატურის კომპანია ეივიბიმ მოლაპარაკება წამოიწყო პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი კომპანია Rational Acoustics-თან. მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და ოფიციალური პარტნიორები 2019 წლის ივნისში გახდნენ. 

 

Rational Acoustics-ის ისტორია ათეულ წლებს ითვლის, თუმცა 2007 წელს ის უკვე ოფიციალურად კომპანიის სახით ბაზარზე დამკვიდრდა. კომპანია Rational Acoustics-ის პროდუქტს წარმოადგენს აკუსტიკური ტესტირებისა და გაზომვის პროგრამები. მათ ასევე დანერგეს ამ მიმართულებით ტრენინგები, რაც ინოვაციაა აუდიო ინდუსტრიის განვითარებისთვის.

 

 

კომპანია ეივიბი ყოველთვის ორიენტირებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პარტნიორობაზე, ხარისხიანი პროდუქტის დანერგვასა და რეალიზაციაზე საქართველოში.