ge en
პროექტი ,,მხარდაჭერა არტისტებს"

პროექტი ,,მხარდაჭერა არტისტებს"

10 / 12 / 2018

კომპანიის ,,ეივიბი’’ ინიციატივით 2018 წელს საფუძველი ჩაეყარა პროექტს ,,მხარდაჭერა არტისტებს“

 

პროექტის მიზანია ყველა ხელოვანი ან მუსიკის მოყვარული ადამიანის ხელშეწყობა სურვილების ახდენაში, კერძოდ, მათთვის სასურველი ინსტრუმენტების შეძენა ყველაზე განსხვავებულ ფასად მხოლოდ კომპანიაში ,,ეივიბი“.

 

მიზნის მისაღწევად კომპანიამ ,,ეი-ვი-ბი“ ევროპელ პარტნიორებთან დაიწყო მოლაპარაკება და შეთანხმებასაც მიაღწია. პირველი ბრენდი, რომელიც პროექტს ,,მხარდაჭერა არტისტებს“ შემოუერთდა გახლავთ კომპანია ,,Roland’’. აღსანიშნავია, რომ კომპანიისგან „ეი-ვი-ბი“ პროექტის ფარგლებში სპეცშეთავაზებები არ იქნება ერთჯერადი.

 

 

,,ჩვენ ვაგრძელებთ გამორჩეული შეთავაზებების, დასამახსოვრებელი პროექტების შექმნას, შემუშავებასა და დანერგვას ყველა ხელოვანისთვის’’, - განაცხადა კომპანიის ,,ეივიბი“ დირექტორმა გიორგი შანიძემ.

 

10 წლიანი გამოცდილება და 60-მდე ბრენდის დისტრიბუცია კომპანიას ,,ეივიბი’’ ეხმარება როგორც პარტნიორებთან, ასევე მომხმარებლებთან ხანგრძლივ ურთიერთობაში.

 

კომპანია ,,ეივიბი’’  ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიცაა: Roland, Arturia, Sennheiser , Electro-Voice , Dynacord , A&H , Genelec , L-Acoustics ,  Void , Pioneer , FBT , Monitor Audio , Dynaudio , Outline,და სხვა.

 



სხვა სიახლეები