










სასტუმრო ლოპოტა
კომპანია ,,ეივიბიმ" სასტუმრო ,,ლოპოტა სპა რეზორტის" მთელ ტერიტორიაზე შეასრულა გახმოვანების სისტემის პროექტირება,მონტაჟი. პროექტის ფარგლებში გახმოვანდა სასტუმროს შვედური რესტორანი, დახურული აუზი, რესტორანი შატო ბუერა, სასტუმროს კლუბი და საკონფერენციო დარბაზი.
კომპანია ,,ეივიბიმ" სასტუმრო ,,ლოპოტას'' დახურულ აუზსა და შვედურ რესტორანში ფონური გახმოვანების სისტემა დაამონტაჟა. პროექტის ფარგლებში გამოიყენეს ლიტვური ბრენდის AMC-ს კედლის და ჭერში ჩასაყენებელი დინამიკები. სასტუმროს კლუბში დამონტაჟდა გერმანული ბრენდის Electro Voice-ს აპარატურა. სასტუმრო ლოპოტა სპა რეზტორტის ტერიტორიაზე არსებული რესტორანი შატო ბუერაში გახმოვანებისთვის გამოიყენეს ევროპული ბრენდების Monitor Audio, Dynaudio აუდიო აპარატურა.
კავკასიის მთებით გარშემორტყმული ლოპოტას ხეობა იდეალური ადგილია კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის. კახეთის ისტორიულ შუაგულში, თელავში, სასტუმრო სპა რეზორტი უმაღლესი დონის მომსახურებას სთავაზობს ყველა დამსვენებელს.
კომპანია ეივიბი 10 წლიანი გამოცდილებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე პროფესიონალური აუდიო-ვიდეო აპარატურის, უსაფრთხოებისა და განათების სისტემების მიმართულებით.
ეივიბი - ყველაფერი მუსიკისთვის!
პროექტის ფარგლებში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ევროპული ბრენდების აპარატურა.