ka en

გიფიქრიათ სახლის საკუთარ კინოთეატრზე? ყველას ოცნებაა სახლში შეიქმნას მყუდრო იდილია და საყვარელ ადამიანთან უყუროს სასურველ ფილმს. ტექნოლოგიური განვითარების ფონზე კინოთეატრში წასვლას უკვე ბევრი ერიდება და ამჯობინებს სახლში კინოთეატრის მოწყობას. 

 

ჩვენ რეალურად შეგვიძლია ყველა მსურველს, ვინც მოინდომებს სახლის კინოთეატრის მოწყობას, პროფესიონალური აუდიო სისტემებით, Hi-Fi სისტემებით ავუწყოთ მაღალი ხარისხის კინოთეატრი. ჩვენი კომპანია ,,ეივიბი" მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს და მათი პროდუქციის დისტრიბუციით არის დაკავებული.

 

ხარისხიანი სახლის კინოთეატრის მოწყობა ნამდვილად არ არის მარტივი, ის მოითხოვს დიდ მატერიალურ რესურსსა და პროფესიონალური გუნდის რეკომენდაციას.

 

 

 

თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და ენერგია ჩვენთან თანამშრომლობისას, ჩვენ გირჩევთ ზუსტად თქვენი მოთხოვნების შესაბამისად და მოგემსახურებით ხარისხიანად.

 

კომპანია ,,ეივიბის" კვალიფიციური გუნდი თქვენი სახლის კინოს მოსაწყობად შემოგთავაზებთ Monitor Audio, Dynaudio, Marantz, Denon ბრენდების პროფესიონალურ აუდიო აპარატურას.