ka en

კომპანიის ,,ეი-ვი-ბი’’ ინიციატივით 2018 წელს საფუძველი ჩაეყარა პროექტს ,,მხარდაჭერა არტისტებს“

პროექტის მიზანია ყველა ხელოვანი ან მუსიკის მოყვარული ადამიანის ხელშეწყობა სურვილების ახდენაში, კერძოდ, მათთვის სასურველი ინსტრუმენტების შეძენა ყველაზე განსხვავებულ ფასად მხოლოდ კომპანიაში ,,ეი-ვი-ბი“.

მიზნის მისაღწევად კომპანიამ ,,ეი-ვი-ბი“ ევროპელ პარტნიორებთან დაიწყო მოლაპარაკება და შეთანხმებასაც მიაღწია. პირველი ბრენდი, რომელიც პროექტს ,,მხარდაჭერა არტისტებს“ შემოუერთდა გახლავთ კომპანია ,,Roland’’. აღსანიშნავია, რომ კომპანიისგან „ეი-ვი-ბი“ პროექტის ფარგლებში სპეცშეთავაზებები არ იქნება ერთჯერადი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ გამორჩეული შეთავაზებების, დასამახსოვრებელი პროექტების შექმნას, შემუშავებასა და დანერგვას ყველა ხელოვანისთვის’’, - განაცხადა კომპანიის ,,ეი-ვი-ბი“ დირექტორმა გიორგი შანიძემ.

10 წლიანი გამოცდილება და 60-მდე ბრენდის დისტრიბუცია კომპანიას ,,ეი-ვი-ბი’’ ეხმარება როგორც პარტნიორებთან, ასევე მომხმარებლებთან ხანგრძლივ ურთიერთობაში.

კომპანია ,,ეი-ვი-ბი’’  ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიცაა: Roland , Sennheiser , Electro-Voice , Dynacord , A&H , Genelec , L-Acoustics ,  Void , Pioneer , FBT , Monitor Audio , Dynaudio , Outline და სხვა.