ka en

კომპანია ,,ეივიბი" 2019 წელს პროექტ Tbilisi Newcomers-ის პარტნიორი გახდა.

Tbilisi Newcomers მუსიკოსებისა და ბენდების აღმოჩენას 10 წელია ემსახურება. პროექტი Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა ინიციატივით 2009 წელს შეიქმნა. ბენდები და მუსიკოსები, ჟანრის მიუხედავად, პროექტში რეგისტრაციის შემდეგ, საკონკურსო სამ ეტაპს გადიან. გამარჯვებული პროექტი კი Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაკვრის უფლებას იღებს.

 პროექტის მიზანია ახალი მუსიკოსების აღმოჩენა, მათი პოპულარიზაცია და განვითარება.

,,მოხარულები ვართ, რომ პარტნიორები გავხვდით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტის როგორიც Tbilisi Newcomers-ია. ჩვენ გასული წლიდან დავიწყეთ აქტიური კამპანია ,,მხარდაჭერა არტისტებს", რომლის ფარგლებშიც ბევრი კმაყოფილი მუსიკოსია. ვაგრძელებთ არტისტების მხარდაჭერას და წახალისებას და ეს პროექტიც ჩვენთვის ახალი შესაძლებლობაა, დამწყები არტისტების გვერდით ვიდგეთ და მათ განვითარებაში მონაწილობა მივიღოთ" - განაცხადა კომპანია ,,ეივიბის'' დირექტორმა ბატონმა გიორგი შანიძემ.