ka en

 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოვლენა ელექტრო პიანინოს გამოგონებაა. თანამედროვე ადამიანი ორინეტირებულია ცხოვრების გამარტივებაზე. ცდილობს მის გარშემო ყველაფერი მარტივად მოირგოს და კომფორტის ზონა არ დაარღვიოს. ,,გაციფრულებული" სამყარო კი უამრავ შესაძლებლობას აძლევს მუსიკოსს ფანტაზიის წყარო თვითონ ინსტრუმენტი გახდეს.

 

დღეს არაერთი კომპანია ლიდერობს ციფრული ინსტუმენტების წარმოებით. კონკურენცია საკმაოდ დიდია და მწარმოებლები ყოველთვის ცდილობენ ხაზი გასუვან მათი პროდუქტის უპირატესობას.

საქართველოს მოსახლეობა ნელ-ნელა გადავიდა ციფრული ინსტრუმენტების მოხმარებაზე. დღეს უკვე მასობრივად შევხვდებით მათ სახლებში, მუსიკალურ სკოლებსა თუ საკონცერტო დარბაზებში ციფრულ პიანინოებს, დრამებს, კლავიშებს და სხვას. 

 

რატომ ელექტრო პიანინო და არა აკუსტიკური? 

ელექტრო პიანინო იპყრობს ადამიანთა გულებს, მაგრამ რა არის ამის მიზეზი? რატომ არის ის გამორჩეული და მოთხოვნადი?

ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც ელექტრო პიანინოებს აქვთ - მათ საერთოდ არ სჭირდებათ დამატებითი ძალისხმევით ტონის შეცვლა. ელექტრო პიანინოების საშუალებით არ დაგჭირდებათ ტონის გასასწორებლად სპეციალისტის მოყვანა. იმ დროს როდესაც აკუსტიკური პიანინოები მხოლოდ ერთ ჟღერადობას გვთავაზობს, მაგალითად ციფრული პიანინოების ბრენდი Roland-ის მოდელები: F-140R, Roland RP-501R  316 განსხვავებული ტონით გამოირჩევიან. მხოლოდ  ჟღერადობების რაოდენობაც საკმარისია წარმოსადგენად, როგორ შეგიძლიათ გაამდიდროთ თქვენი მუსიკალური ცოდნა, დაამსხვრიოთ აქამდე მიუღწეველი ოცნებები, გაეცნოთ სხვადასხვა ინსტრუმენტების სამყაროს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი უარყოფითი მხარეც. ძალიან ძნელია ელექტრო პიანინოსთვის ის ბუნებრივი ბგერები გამოსცეს, რომლებიც აკუსტიკურ პიანინოებს აქვთ, მაგრამ, რაც უფრო ვითარდება სამყარო, ვითარდება ტექნოლოგიებიც და ციფრული პიანინოები ამ უარყოფით მხარეს ცვლიან. ერთ-ერთი მათგანი Roland-ის ბრენდია, რომელსაც ხალხი ზებუნებრივი შესაძლებლობების ბრენდად აღიარებს.

 

მოკლედ რომ ვთქვათ: თუ თქვენ მუსიკალურ სამყაროში გინდათ თავისუფლება და ექსპერიმენტების ჩატარება ელექტრონული პიანინო საუკეთესო არჩევანია.