ka en

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მიკროფონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ხმის ჩაწერის პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა საუბარია სახლის, თუ პროფესიონალურ სტუდიაზე. ყველა შემთხვევაში, ხმის ხარისხი პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია მიკროფონთან, რომელსაც გამოიყენებთ ჩაწერისას.

დღევანდელ დღეს ჩვენს გარშემო უამრავი სახის მიკროფონის მოდელი არსებობს. გაბატონებული მოსაზრების თანახმად, რაც უფრო ძვირია მიკროფონი, მით უფრო ხარისხიანია. სინამდვილეში საკმაოდ ბევრია ისეთი დაბალბიუჯეტიანი მიკროფონი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებაა ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ ძვირადღირებულ მიკროფონებს. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ ყველაზე პოპულარულ და მნიშვნელოვან კითხვებს: “როგორი მიკროფონი ავარჩიოთ საშინაო სტუდიისთვის?”; “როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი მიკროფონი?”; “რა სხვაობაა ძვირფას და იაფფასიან მიკროფონს შორის?”; “რომელი მიკროფონი გამოვიყენოთ ვოკალის ჩასაწერად?”და ა.შ.

ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი მიკროფონი შევარჩიოთ, რომელიც თქვენს საჭიროებას დააკმაყოფილებს – ვოკალისთვის გჭირდებათ მიკროფონი, თუ ინსტრუმენტის ჩასაწერად? საკონცერტოდ თუ სტუდიისთვის? ან, იქნებ ორივე შემთხვევისთვის გჭირდებათ? საკმაოდ ბევრია ისეთი მიკროფონი, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სცენაზე, ასევე სტუდიაშიც. მაგალითად Sennheiser E945, პროფესიონალური მიკროფონი, გამოსადეგი როგორც სტუდიაში, ასევე სცენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოს გათვალისწინება, სადაც

გამოიყენებთ მიკროფონს

    გამოიყენებთ მიკროფონს. არ აქვს აზრი დახარჯოთ ფული DPA ან Neumann – ის მიკროფონში, თუკი თქვენს საძინებელში გამოიყენებთ, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კარგი აკუსტიკაა. ასეთი შემთხვევისთვის უმჯობესი იქნება დაბალბიუჯეტიანი და შედარებით ნაკლებად მგრძნობიარე მიკროფონის შეძენა, მაგალითისთვის, სტუდიური მიკროფონი კომპანიისგან MXL ან Aston Microphones. მეორე მხრივ, სტუდიურ პირობებშიც კი საუკეთესო მიკროფონების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ წინაგამაძლიერებელში არის შეერთებული. და თუკი თქვენ არ გაქვთ ხარისხიანი წინაგამაძლიერებელი, ძვირადღირებული მიკროფონისგან მაქსიმალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენოთ.

მიმართულების დიაგრამა მიკროფონის მგრძნობიარობის ველის, ხმოვანი სიგნალის მიმართულების მიღებისა და ხმოვანი ტალღების იგნორირების მაჩვენებელს წარმოადგენს. ყველგანმიმართული მიკროფონი ხმოვან სიგნალს ყველა მხრიდან იღებს. რვიან-ფიგურული მიკროფონი მხოლოდ იმ ხმოვანი სიგნალის მიმართ არის მგრძნობიარე, რომელსაც “ჩრდილოთიდან” და “სამხრეთიდან” იღებს და არამგრძნობიარეა “დასავლეთიდან” და “აღმოსავლეთიდან” მიღებული ხმოვანი ტალღების მიმართ. ცალ მხარეს მიმართული მიკროფონი, მხოლოდ ერთი მხრიდან იღებს ხმას. ეს უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია მიკროფონებს შორის და მას სამი კონფიგურაციით ვხვდებით: კარდიოიდული, სუპერკარდიოიდული და ჰიპერკარდიოიდული. სამივე კონფიგურაციის მოდელები უგულებელყოფენ ხმას, რომელიც მისი ღერძის უკანა მხიდან მოდ 

მგრძნობიარობა, როგორც სპეციფიკაციის პარამეტრი, გვიჩვენებს რამდენად ჩუმი ბგერის მიღება შეუძლია მიკროფონს. რაც ნაკლებია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მგრძნობიარეა მიკროფონი. SPL ხმის წნევის დონეს ნიშნავს და იზომება დეციბელებში (DB). ეს მაჩვენებელი მიკროფონის მიერ აღქმად წნევის მაქსიმალურ ზომას აღნიშნავს. ანუ, მგრძნობიარობის საპირისპირო მაჩვენებელია. მეტად მნიშვნელოვანია მისი ცოდნა, თუკი მიკროფონს ხმამაღალი ინსტრუმენტის გასახმოვანებლად ან ჩასაწერად, მაგალითად დასარტყამი ინსტრუმენტისთვის ვარჩევთ. საშუალო მაჩვენებელი  SPL – 100 დეციბელია, 130 კი უკვე SPL- ის მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს. ყველა მიკროფონს ახლავს სპეციფიკაციის ჩამონათვალი, სადაც SPL პარამეტრი მითიტებულია ხოლმე. 

 

ეს მონაცემი, როგორც წესი, არ ფიქსირდება მიკროფონის მახასიათებლებში, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თვისებაა. ჩვეულებრივ კონკდენსატორულ მიკროფონებს უფრო დიდი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე დინამიურებს. მიახლოების ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით მიკროფონს, მით უფრო გარკვევით ისმის დაბალი სიხშირეები. ძლიერი მიახლოებითი ეფექტის მქონე მიკროფონებს ხშირად იყენებენ ისინი, ვისაც განსაკუთრებით სურს ინსტრუმენტის დაბალი სიხშირის გამოკვეთა.