ka en

2019 წლის მაისში ეივიბისა და არტურიას შორის თანამშრომლობა შედგა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგია ის, რომ ეივიბის გუნდს შეეძლება არტურიას პროდუქციის საქართველოს ბაზარზე რეალიზება. 

,,დიდი ხანი ველოდით ამ შედეგს, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა არტურიას ექსკლუზიური პარტნიორობა. გვჯერა, რომ ბევრი მუსიკოსი შემოუერთდება ჩვენს სიხარულს და გაიზიარებს." - აღნიშნა კომპანია ეივიბის დირექტორმა გიორგი შანიძემ.

 

არტურია დაარსდა გრენობლში, საფრანგეთში, 1999 წელს, არტურიას მუსიკალური ინსტრუმენტების ტექნიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

 

არტურიას პროდუქცია 55 ქვეყანაში იყიდება, კომპანიის ოფისები განლაგებულია საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2014 წლიდან მექსიკაში.