საქართველოში პირველად ვორქშოფი თემაზე: ,,ექსპერიმენტები Make Noise-ის მოდულარებით“ კომპანია ,,ეივიბის“ და ,,ვოდკასტის“ ორგანიზებით 23 თებერვალს გაიმართება.
დღეს მუსიკის წარმოების პროცესში წარმოუდგენელია ვერ შეხვდეთ დიდ მოდულარულ კედელს უამრავი ფერადი პაჩის კაბელებით. რა ხდის განსაკუთრებულს მოდულარ სინთეზატორებს? მნიშვენლოვანია, რომ მათი საშუალებით თავისუფალი ხარ, აკეთო ის რაც გინდა. ეს არის სრულიად განსხვავებული მიდგომა მუსიკალურ ინდუსტრიაში. თქვენ შეგიძლიათ ,,ითამაშოთ'' საკუთარი სტილით და შექმნათ ყველასგან გამორჩეული მელოდიები. მოდულარული სინთეზატორების დახმარებით და თქვენი სურვილისამებრ ქმნით ორიგინალურს მუსიკას, რომელიც აქამდე არავის მოუსმენია.
Make Noise ქმნის პროდუქტს არტისტებისთვის, რომლებსაც სურთ გადააბიჯონ საზღვრებს, შეცვალონ ბგერების აღქმა და ხედვა საზოგადოებაში.
23 თებერვალს 19:00 საათზე ფაბრიკაში, ვოდკასტში ვორქშოფზე დასწრება თავისუფალია და მიზნად ისახავს იმ არტისტების ჩართულობას რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკალური ექსპერიმენტებით, განსხვავებული სამყაროს შეცნობით, ახლის აღმოჩენით და შესწავლით. მსმენელებს ვორქშოფის სპიკერთან სანდრო კოზმანიშვილთან ერთად შეეძლებათ მოდუალარების დატესტვა, კითხვების დასმა და დისკუსია.