ეივიბი Tbilisi Newcomers 2019 წლის სპონსორია. დასკვნით შოუ კონცერტზე 12 ფინალისტიდან ეივიბიმ გამოავლინა თავისი რჩეული 6 მონაწილე:
☑ ვოკალისტი ილა წულაძე, კომპანია AVB • ეივიბი მას საჩუქრად გადასცა - Sennheiser e845S დინამიური მიკროფონი.
☑ პიანისტი ნიკა ჯანელიძე კომპანია AVB • ეივიბი მას საჩუქრად გადასცა - Roland RH-5 სტუდიური ყურსასმენი.
☑ დრამერი გიგი კობერიძე, კომპანია AVB • ეივიბიმ დაასაჩუქრა - Roland RH-5 ყურსასმენით.
☑ გიტარისტი გიორგი ანდღულაძე კომპანია AVB • ეივიბიმ მას საჩუქრად გადასცა - BOSS SD-1 გიტარის ეფექტი.
☑ ბასისტი ლევან მიქაბერიძე, კომპანია AVB • ეივიბიმ დაასაჩუქრა - BOSS LMB-3 პედლით
☑ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი - BEQA. დასაჩუქრდა Sennheiser HD 25 PLUS ყურსასმენით.
Newcomers Tbilisi 2019-ის გამარჯვებული Four Dimensional Monster Lobsters გახდა. კომპანია ეივიბიმ გამარჯვებულს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ჯგუფი Tbilisi Open Air 2019-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს.
კომპანია ,,ეივიბის" სპონსორობა ამ პროექტში მიზნად ისახავდა დამწყები თუ უცნობი მუსიკოსების, ბენდების მხარდაჭერას, მათ წახალისებას.
,,ყველანაირად ვეცადეთ ობიექტურები ვყოფილიყავით ჩვენი რჩეული 6 მონაწილეს დასახელებაში. ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ასეთი ფინალური კონცერტის ფონზე. ჩვენ საჩუქრები მიზნობრივად შევარჩიეთ." განაცხადა კომპანია ეივიბის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ყავრელიშვილმა.