მუსიკალურ სამყაროში მუსიკის შექმნისთვის, ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. მუსიკოსი იყენებს არაერთ ინსტრუმენტს იმისთვის რომ შექმნას მუსიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ,,ხელსაწყო" მიქსერია.
რისთვის გვჭირდება მიქსერი? პასუხი ძალიან მარტივია: იმავე მიზეზის გამო, რატომაც გვჭირდება სინათლე ფოტოსთვის. ის არის საჭირო, რათა ფოტოს ჰქონდეს კონტრასტები და ჩრდილები. მათ გარეშე ფოტო უსივრცო და ბრტყელი იქნება, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას მუსიკასთან?
მიქსერის საშუალებით მუსიკოსი მელოდიებს სძენს უფრო მეტ ჟღერადობას, სივრცეს, ენერგიას. ის არის გარანტია იმისა, რომ არტისტი
შექმნის მაღალ ხარისხიან პროდუქტს (მუსიკას). მნიშვნელოვანია გათვალისწინება იმისა, რომ იშვიათია პოვნა მიქსერის, რომელსაც აქვს მრავალი დანიშნულება და არ გზღუდავს მისი ფუნქციების სიმცირით. მით უმეტეს, თუ ხართ დამწყები, უკეთესი იქნება ისეთი მიქსერის შეძენა, რომელიც როგორც მოყვარულს, ასევე პროფესიონალს გამოგყვებათ თქვენს მუსიკალურ სამყაროში და მასთან ერთად შექმნით უამრავ გასაოცარ მელოდიას.
განვიხილოთ: Allen & Heath ZED-10FX.
Allen& Heath ZED-10FX 10 არხიანი მიქსერია. მისი გამოყენება შეგვიძლია სახლის სტუდიისთვის, პატარა ღონისძიებებისთვის სკოლებში, საკონფერენციო ოთახებში. ამასთან ერთად, ZED-10FX გთავაზობთ ფუნქციებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ სახლის სტუდიიდან გადაინაცვლოთ სცენაზე და მისი საშუალებით წარადგინოთ თქვენი შემოქმედება.
მულტიფუნქციური და ,,მულტიდანიშნულებიანი’’ Allen & Heath-ის მიქსერები საუკეთესო არჩევანია იმ არტისტებისთვის, რომელთაც სურთ
მრავალფეროვნება თავიანთი შემოქმედებაში.