ka en

მუსიკის მოსმენა თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებთ ხარისხიანი მუსიკის მოსასმენად, ვცდილობთ, მუსიკის მოსმენას დიდი დრო დავუთმოთ ყოველდღიურობა გავხადოთ მრავალფეროვანი. ამისთვის ვიყენებთ ყურსასმენს, რომელიც განუყრელი ნაწილი ხდება. მისი არჩევა ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი.  ბევრი ალბათ ხშირადაც კი ცვლის ყურსასმენს სხვადასხვა მიზეზის გამო. შეიძლება იყოს დაძველება, გაფუჭება ან უბრალოდ ახლის და უკეთესის შეძენა. უმრავლესთა აზრით, ხარისხიანი ყურსასმენის შეძენა მაღალ ფასთან ასოცირდება. რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ბევრისთვის დღემდე საინტერესოა თუ რა დეტალებს უნდა მივაქციოთ  ყურადღება ყურსასმენის არჩევისას.

 

 

პირველი და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის ყურსასმენის ხმის ხარისხი.

 

მეორე ყველაზე მთავარი ეს არის ყურსასმენის თავსებადობა ყურში.

 

ასევე მნიშვნელოვანია ჯეკის ფორმა.  ყურსასმენის შეძენამდე დააკვირდით მის ჯეკს. მოძრაობისას ყურსასმენის კაბელი ჯეკთან შეერთების ადგილას მოძრაობს, რაც დროთა განმავლობაში იცვითება და წყდება. სწორედ ამიტომ არის ხოლმე, რომ როცა ყურსასმენი ფუჭდება, ძირითადად ეს იმაში გამოიხატება, რომ ცალ ყურში ხმა აღარ ისმის. ამის გამო სასურველია, რომ თქვენს ყურსასმენს ჰქონდეს ჯეკი, რომელსაც კაბელი არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად უერთდება.

 

ყურასმენების არჩევისას განსაზღვრეთ მათი ფუნქიონალი და მისი ტიპი. არსებობს სხვადასხვა სახის: ე.წ.  In-ear, On-ear, Over-ear ყურსასმენები.