ka en

მიკროფონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ხმის ჩაწერის პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა განვიხილავთ სახლის, თუ პროფესიონალურ სტუდიაში გამოსაყენებელ მიკროფონს. ყველა ვარიანტში, ხმის ხარისხი პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია მიკროფონთან. მას გამოვიყენებთ ხმის ჩაწერისას.

ჩვენ გარშემო უამრავი სახის მიკროფონის მოდელი არსებობს ბაზარზე. გაბატონებულია მოსაზრება - რაც უფრო ძვირია მიკროფონი, მით უფრო ხარისხიანია. სინამდვილეში საკმაოდ ბევრია ისეთი დაბალბიუჯეტიანი მიკროფონი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებაა ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ ძვირადღირებულ მიკროფონებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი მიკროფონი შევარჩიოთ, რომელიც თქვენს საჭიროებას დააკმაყოფილებს. განსაზღვრეთ, ვოკალისთვის გჭირდებათ მიკროფონი, თუ ინსტრუმენტის ჩასაწერად? საკონცერტოდ თუ სტუდიისთვის? ან, იქნებ ორივე შემთხვევისთვის გჭირდებათ? საკმაოდ ბევრია ისეთი მიკროფონი, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სცენაზე, ასევე სტუდიაშიც. მაგალითად ასეთია Sennheiser E945 პროფესიონალური მიკროფონი. მას კარგად გამოიყენებთ როგორც სტუდიაში, ასევე სცენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოს გათვალისწინება, სად გამოიყენებთ მიკროფონს.

მეორე მხრივ, სტუდიურ პირობებშიც კი საუკეთესო მიკროფონების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ გამაძლიერებელში არის შეერთებული. და თუკი თქვენ არ გაქვთ ხარისხიანი გამაძლიერებელი, ძვირადღირებული მიკროფონისგან მაქსიმალურ შესაძლებლობას ვერ გამოიყენოთ.

 

მიკროფონების არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მგრძნობიარობის პარამეტრის განსაზღვრა. ის გვიჩვენებს რამდენად ჩუმი ბგერის მიღება შეუძლია მიკროფონს. რაც ნაკლებია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მგრძნობიარეა მიკროფონი. SPL ხმის წნევის დონეს ნიშნავს და იზომება დეციბელებში (dB). ეს მაჩვენებელი მიკროფონის მიერ აღქმად წნევის მაქსიმალურ ზომას აღნიშნავს. ანუ, მგრძნობიარობის საპირისპირო მაჩვენებელია. მეტად მნიშვნელოვანია მისი ცოდნა, თუკი მიკროფონს ხმამაღალი ინსტრუმენტის გასახმოვანებლად ან ჩასაწერად, მაგალითად დასარტყამი ინსტრუმენტისთვის ვარჩევთ. საშუალო მაჩვენებელი  SPL – 100 დეციბელია, 130 კი უკვე SPL- ის მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს.