თუ დიდი ხანია როიალი ინტერიერში საოცარ ჰარმონიას და სიმყუდროვეს ქმნის. იგი ავსებს და დახვეწილს ხდის გარემოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ კარგი ინსტრუმენტი, თუ როგორ და სად უნდა განათავსოთ იგი, როგორ მოუაროთ, რომ დიდი ხნით შეინარჩუნოს მიმზიდველობა და სასიამოვნო ჟღერადობა.
როიალი და პიანინო ინტერიერში
*პიანინოს განთავსებისთვის ყველაზე ოპტიმალური ადგილი კედელია. ეს ვარიანტი საუკეთესო იქნება პატარა ფართის შემთხვევაშიც.
*სადაც როიალის დადგამთ, იმ ოთახის დიზაინი აუცილებლად მარტივი და სადა უნდა იყოს
*როიალი შეგიძლიათ ოთახის რომელიმე კუთხეშიც მოათავსოთ. ეს იდეალური იქნება კვადრატული ფორმის სათავსოში.
*თუ დიდი ფართი გაქვთ, როიალი ჯობია ოთახის შუა ნაწილში დადგათ.
*როიალის სიახლოვეს განსაკუთრებული ზონა მოაწყვეთ. ფერით, ავეჯით ან რაიმე დეტალით ეს ზონა დანარჩენი ოთახისგან გამოყოფილი უნდა იყოს. გამოიყენეთ ამისთვის დივანი, სავარძელი, ხალიჩა.
*თუ პიანინოს დადგმა კუთხეში გადაწყვიტეთ, ის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, იდეალურად უნდა შეერწყას სხვა ავეჯს, ნივთებს. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ სტილისა და ფერის შეხამება. როგორც წესი, კლასიკური პიანინო იდეალურად ეხამება შემდეგ სტილს: ბაროკო, გოტიკა, ამპერი, რენესანი, როკოკო, კლასიციზმი და ა.შ.
*თუ ოთახში ინტერიერი ისეთ სტილში გაქვთ გაწყობილი, როგორიცაა: მოდერი, ჰაი-ტეკი ან ლოფტი, მაშინ უპირატესობა თანამედროვე ინსტრუმენტს მიანიჭეთ, რომელიც სინთეზატორს წააგავს. რაც შეეხება ფერთა გამის შეხამებას, აბსოლუტური თანხვედრა მნიშვნელოვანი არაა. სავსებით საკმარისია ფერთა შეხამება. მას მიეკუთვნება: შავი და თეთრი, ყავისფერი და კრემისფერი, ყავისფერი და იისფერი და ა.შ.
*თუ პიანინოს დადგმას ოთახის შუაგულში აპირებთ, ის შეგგიძლიათ მთავარ ნივთად აქციოთ. ამ შემთხვევაში ის შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს ოთახის ფერის, ინტერიერისა და სტილისგან. უმჯობესია, ცენტრში დიდი როიალი დადგათ და არა მოკრძალებული ფორტეპიანო. თუმცა, ამ გირჩევთ, პიანინოსთვის ცალკე ოთახი გამოყოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში პიანინო ინტერიერის ნაწილი უნდა გახდეს.
*თუ ინსტრუმენტის კედელთან დადგმას აპირებთ, ნუ დაგავიწყდებათ მისი ღირსეული მორთვა. პიანინოს ზონა ფაქტურითა და ფერით უნდა განსხვავდებოდეს საერთო დიზაინისგან. ეს დაგეხმარებათ მუსიკალური ზონის შექმნაში და ამასთანავე, გამოკვეთს ინსტრუმენტს.