ka en

მუსიკოსებისათვის განკუთვნილი საუკეთესო სინთეზატორები: Roland JUNO-DS88 და Roland JUNO-DS61. ისინი განკუთვნილია მათთვის, რომლებიც გამოდიან სცენაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ინსტრუმენტის კორპუსი ძალიან მყარი და მჩატეა, ისინი სპეციალურად შექმნეს გასტროლებში მყოფი მუსიკოსებისათვის.  ამით მათ გაუადვილდათ საყვარელი ინსტრუმენტის გადატანა. ამ სინთეზატორების ხაზი თავის თავში მოიცავს მხოლოდ 2 მოდელს, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ კლავიშების რაოდენობით განსხვავდება.

 

პროფესიონალურ პორტატულ სინთეზატორს გააჩნია ძალიან დიდი ფუნქციონალური შესაძლებლობები. ნებისმიერ მუსიკოსს შეეძლება დაარედაქტიროს ხმა ისე როგორც მას მოესურვება, ამასთანავე ხარისხი ოდნავაც არ გაფუჭდება და დარჩება საუკეთესო. როგორც აღვნიშნეთ, სინთეზატოებს გააჩნიათ საკმაოდ მაღალი ხარისხის ხმა, რაც საშუალებას აძლევს დამკვრელსაც და მსმენელსაც მიიღონ სიამოვნება მუსიკით.

 

128 პოლიფონიური ხმის საშუალებით იღებთ თითო ნოტის ღრმა და მდიდარ ხმას. სინთეზატორის კორპუსის ზედა მხარეს კარგად არის განლაგებული სლაიდერები და რეგულატორები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მელოდიის ხმის სრულად მართვა. ასევე თუ თქვენ გნებავთ ვოკალის ჩაწერა შესაძლებელია მიკროფონის შეერთებაც. კორპუსის ზედა მხარეს განლაგებულ მცირე თხევადკრისტალურ მონიტორზე შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის ნახვა.